თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი არაბთა გაერთიანებულ საამიროში

   
   

2017 წლის 25–27 მაისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის უცხოელ სტუდენტთა განათლების დეპარტამენტის უფროსი, ასოცირებული პროფესორი დავით თოფურია, ემორის (აშშ) უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის  საგანმანათლებლო პროგრამების დირექტორი, თსსუ–ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის ხელმძღვანელი არჩილ უნდილაშვილი, თსსუ–ის კანისა და ვენერიულ–სნეულებათა დეპარტამენტის ასისტენტ–პროფესორი მაია მათოშვილი,   სტუდენტთა მომზიდავი კომპანიის OM Consultants-ის ხელმძღვანელის რუთრა კუმარის მიწვევით სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ არაბთა გაერთიანებულ საამიროს სამ ქალაქში: დუბაი, აბუდაბი და შარჯა.

ვიზიტის ფარგლებში სტუდენტთა მომზიდავი კომპანიის (OM Consultants) ორგანიზებით უნივერსიტეტის დელეგატები შეხვდნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლის მსურველ აბიტურიენტებს, რომელთაც დეტალურად გააცნეს სამედიცინო უნივერსიტეტში არსებული ინგლისურენოვანი, საგანმანათლებლო, პროგრამები და სწავლების სპეციფიკა.

შეხვედრები, პრეზენტაციებთან ერთად, კითხვა–პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.