ნიკოლოზ ვაშაყმაძის სადისერტაციო ნაშრომის საჯარო დაცვა

2025 წლის 27 ნოემბერს, 16.00 საათზე თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსის (ვაჟა-ფშაველას 33) #1 საკონფერენციო დარბაზში შედგება ნიკოლოზ ვაშაყმაძის სადისერტაციო ნაშრომის - მსუბუქი ჰიპოთერმიისა (34°C) და თავის ტვინის უნილატერალური პერფუზიის უპირატესობები აორტის რკალის ქირურგიაში“, საჯარო დაცვა მედიცინის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად.

სამეცნიერო ხელმძღვანელები:

მამუკა ბოკუჩავა - თსსუ-ის სისხლძარღვთა ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი, ბოხუას სახელობის კარდიოვასკულური ცენტრის დირექტორის მოადგილე;

ოტო დაპუნტი - პროფესორი, გრაცის უნივერსიტეტის ემერიტუსი, თსსუ-ის საპატიო დოქტორი, ბათუმის სამედიცინო ცენტრის კარდიოქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

სამეცნიერო კონსულტანტი:

პროფესორი ოლივერ დევალდი

ექსპერტები:

ზურაბ ფაღავა - . ბოხუას სახელობის კარდიოვასკულური ცენტრის დირექტორის მოადგილე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;

შალვა პეტრიაშვილი - ალ. ალადაშვილის სახელობის კლინიკის შინაგანი მედიცინისა და კარდიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი;

ზვიად ბახუტაშვილი - .ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის კარდიოქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი.