დავით გოცირიძის სადისერტაციო ნაშრომის საჯარო დაცვა

2025 წლის 24 ნოემბერს, 16.00 საათზე თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსის (ვაჟა-ფშაველას 33) #1 საკონფერენციო დარბაზში შედგება დავით გოცირიძის სადისერტაციო ნაშრომის - ცხოველური წარმოშობის პროდუქტებში ნიტროფურანების ნარჩენების განსაზღვრის მაღალეფექტური სითხური ქრომატოგრაფიული მეთოდის შემუშავება და ვალიდაცია, საჯარო დაცვა ფარმაციის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად.

სამეცნიერო ხელმძღვანელები:

თამარ ჩიკვილაძე - თსსუ-ის ფარმაცევტული და ტოქსიკოლოგიური ქიმიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი, ფარმაციის აკადემიური დოქტორი;

ქეთევან ბარამიძე - შპს გლობალტესტის საგამოცდო ლაბორატორიის დირექტორი, ფარმაცევტულ მეცნიერებათა დოქტორი.

ექსპერტები:

მალხაზ გეთია - თსსუ-ის იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის დირექტორი, ფარმაცევტული ანალიზისა და სტანდარტიზაციის დეპარტამენტის მთავარი მეცნიერ თანამშრომელი, ფარმაციის აკადემიური დოქტორი;

ანა ბოჟაძე - თსსუ-ის ფარმაკოგნოზიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, ფარმაციის აკადემიური დოქტორი;

თამაზ ჭუმბურიძე - თსსუ-ის სოციალური და კლინიკური ფარმაციის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, ფარმაციის აკადემიური დოქტორი.