სამეცნიერო კონფერენცია – „ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებების მკურნალობის თანამედროვე მიდგომები“

   
   

2017 წლის 6 ივნისს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, თსსუ-ის სამედიცინო ფარმაკოლოგიის დეპარტამენტის ორგანიზებით ჩატარდება  სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია – „ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებების მკურნალობის თანამედროვე მიდგომები“.
ღონისძიება ყოველწლიურად ტარდება და მიზნად ისახავს ფარმაციის აქტუალური საკითხების განხილვას, სტუდენტების სამეცნიერო პოტენციალის, კვლევითი უნარების და კრიტიკული ანალიზის განვითარებას.
ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის როგორც ქართველი ასევე უცხოელი სტუდენტები.

კონფერენცია გახსნეს და აუდიტორიას მიესალმნენ: თსსუ-ის ვიცე-რექტორი, პროფესორი რიმა ბერიაშვილი, სამედიცინო ფარმაკოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი ნიკოლოზ გონგაძე და სამეცნიერო უნარ-ჩვევების ცენტრის დირექტორი, სამედიცინო ფარმაკოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ლუიზა გაბუნია.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო შემდეგი მოხსენებები:

,,პარკინსონის დაავადების მკურნალობის პერსპექტივები“- მედიცინის ფაკულტეტის მე-6 სემესტრის, მე-13 ჯგუფის სტუდენტი თამარ დალაქიშვილი, სამეცნიერო ხელმძღვანელი სამედიცინო ფარმაკოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ლუიზა გაბუნია;

,,ანტიეპილეფსიური საშუალებების ტერატოგენული ეფექტები“ - მედიცინის ფაკულტეტის მე-6 სემესტრის, მე-2 ჯგუფის სტუდენტი ზურა პეტროსიანი, სამეცნიერო ხელმძღვანელი სამედიცინო ფარმაკოლოგიის დეპარტამენტის მოწვეული პედაგოგი ქეთევან ჭირაქაძე;

,,A new approaches in the treatment of Parkinson’s desease”- მედიცინის ფაკულტეტის დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვანი პროგრამის  მე-6 სემესტრის, მე-2 ჯგუფის სტუდენტი ალ-ლამი მუთანა, სამეცნიერო ხელმძღვანელი  სამედიცინო ფარმაკოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ლუიზა გაბუნია;

,,ჰანტინგტონის დაავადების მკურნალობის თანამედროვე მიდგომები“- მედიცინის ფაკულტეტის მე-6 სემესტრის, მე-13 ჯგუფის სტუდენტები მარიამ გოგიბერიძე და დავით მარგიშვილი,სამეცნიერო ხელმძღვანელი ასოცირებული პროფესორი ლუიზა გაბუნია;

,,პარკინსონის დაავადების მკურნალობის თანამედროვე მიდგომები“ - მედიცინის ფაკულტეტის მე-6 სემესტრის, მე-18 ჯგუფის სტუდენტი  სალომე სირაძე, სამეცნიერო ხელმძღვანელი სამედიცინო ფარმაკოლოგიის დეპარტამენტის მოწვეული პედაგოგი ანნა არჩვაძე;

,,ოპიკაპონის ეფექტურობა პარკინსონის დაავადების მკურნალობაში“ მედიცინის ფაკულტეტის მე-6 სემესტრის, მე-5 ჯგუფის სტუდენტი  გურამ ხუციშვილი, სამეცნიერო ხელმძღვანელი სამედიცინო ფარმაკოლოგიის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი მაია გვიშიანი;

,,კეტონური დიეტა ეპილეპსიის წინააღმდეგ“ - მედიცინის ფაკულტეტის მე-6 სემესტრის, მე-3 ჯგუფის სტუდენტი  სოფიო კაკაბაძე და ნიკა თარგალაძე, სამეცნიერო ხელმძღვანელი სამედიცინო ფარმაკოლოგიის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი მაია გვიშიანი;

,,ანტიდეპრესანტები და სუიციდური ფიქრები“ - მედიცინის ფაკულტეტის მე-6 სემესტრის, მე-2 ჯგუფის სტუდენტები  იზა მგელაძე და ნატა სამინავა, სამეცნიერო ხელმძღვანელი სამედიცინო ფარმაკოლოგიის დეპარტამენტის მოწვეული პედაგოგი ქეთევან ჭირაქაძე;

,,ეპილეპსიის მკურნალობის თანამედროვე ასპექტები“ - მედიცინის ფაკულტეტის მე-6 სემესტრის, მე-13 ჯგუფის სტუდენტები  ნინო დიღმელაშვილი და გივი გუგულაშვილი, სამეცნიერო ხელმძღვანელი სამედიცინო ფარმაკოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ლუიზა გაბუნია;

,,ალცჰაიმერის მკურნალობის თანამედროვე მიდგომები“ - მედიცინის ფაკულტეტის მე-6 სემესტრის, მე-16 ჯგუფის სტუდენტები  ვახტანგ ჩიქოვანი და ლილე ადეიშვილი, სამეცნიერო ხელმძღვანელი სამედიცინო ფარმაკოლოგიის დეპარტამენტის მოწვეული პედაგოგი ქეთევან ჭირაქაძე;

,,ფსიქოზის მკურნალობის თანამედროვე მიდგომები“ -  მედიცინის ფაკულტეტის მე-6 სემესტრის, მე-13 ჯგუფის სტუდენტი  ნინო ჭიჭინაძე, სამეცნიერო ხელმძღვანელი სამედიცინო ფარმაკოლოგიის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი  მაკრინე მირზიაშვილი;

,,ალკოჰოლიზმი და მისი მკურნალობის თანამედროვე ასპექტები“ -  მედიცინის ფაკულტეტის მე-6 სემესტრის, მე-13 ჯგუფის სტუდენტი  ზურა დოლაბერიძე, სამეცნიერო ხელმძღვანელი სამედიცინო ფარმაკოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ლუიზა გაბუნია;

,,ალცჰაიმერის მკურნალობასთან დაკავშირებული მიმდინარე კვლევები“ -  მედიცინის ფაკულტეტის მე-6 სემესტრის, მე-2 ჯგუფის სტუდენტები  თამარ ცოცხალაშვილი და ანნა მაღლაკელიძე,  სამეცნიერო ხელმძღვანელი სამედიცინო ფარმაკოლოგიის დეპარტამენტის მოწვეული პედაგოგი ქეთევან ჭირაქაძე;

,,Resistant Schizophrenia and clozapine R” -  მედიცინის ფაკულტეტის მე-10 სემესტრის, დიპლომირებული მედიკოსისი ინგლისურენოვანი პროგრამის  სტუდენტები სუკანია პატი და შრირამანი პისაპატი,  სამეცნიერო ხელმძღვანელი სამედიცინო ფარმაკოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ლუიზა გაბუნია.

ღონისზიებაზე, ასევე, წარმოდგენილი იყო სტენდური მოხსენება - ,,ალცჰაიმერის დაავადების ახალი სამკურნალწამლო საშუალებები“ - მედიცინის ფაკულტეტის მე-6 სემესტრის, მე-13 ჯგუფის სტუდენტები მარიამ გოგოშვილი და მარიამ დემურაშვილი, სამეცნიერო ხელმძღვანელი  სამედიცინო ფარმაკოლოგიის დეპარტამენტის  ასოცირებული პროფესორი  ლუიზა გაბუნია;
ღონისძიების ბოლოს მონაწილეებს გადაეცად სერტიფიკატები.