![]() |
|
2017 წლის 9 ივნისს, ხელოვნების ცენტრში „ფაბრიკა“, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, „წარმატებული სტუდენტების წახალისების“ პროგრამის ფარგლებში, წარჩინებული მაგისტრანტები დააჯილდოვა. სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სტიპენდია 145 წარმატებულ მაგისტრანტს გადაეცა. მაგისტრანტებს ჯილდოები გადასცეს ასევე, თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა ირაკლი გვილავამ და საკრებულოს დეპუტატმა თამარ ტალიაშვილმა.
„წარმატებული სტუდენტების წახალისების“ პროგრამის ფარგლებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის 10 ყველაზე რეიტინგული მაგისტრანტი დაჯილდოვდა:
„დღეს ჩვენ ღირსეული და წარმატებული სტუდენტები დავაჯილდოვეთ იმ პროგრამის ფარგლებში, რომელსაც თბილისის მერია განათლების ხელშეწყობის კუთხით აფინანსებს. მნიშვნელოვანია, რომ წელს წარჩინებული მაგისტრანტების რაოდენობა გაიზარდა, რაც ძალიან გვახარებს , რადგან ეს არის ჩვენი სამომავლო სწორი განვითარების მნიშვნელოვანი წინაპირობა“- განაცხადა დავით ნარმანიამ.
პროგრამის მიზანია მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტების წახალისება და განათლების ხელშეწყობა.
სტიპენდიის მოპოვება შეუძლია თბილისში რეგისტრირებულ სტუდენტს, რომელიც არის ავტორიზებული უმაღლესი სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრანტი და სემესტრის განმავლობაში გავლილ ყველა სალექციო კურსში მიღებული აქვს არანაკლებ 91-100 ქულისა (A კატეგორია -ფრიადი).