2017 წლის 10 ივნისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და ორგანიზაციას „ ქართული ოცნება-ჯანმრთელი მომავალი“ შორის დადებული მემორანდუმის ფარგლებში თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკაში ჩატარდა საქველმოქმედო აქცია ისანი-სამგორის რაიონის მოსახლეობისთვის.
სულ სამედიცინო შემოწმება გაიარა 150-მდე ადამიანმა, ექიმ-სპეციალისტებთან განხორციელდა 500-მდე ვიზიტი.
პაციენტებს საჭიროების შემთხვევაში დაენიშნათ და ჩაუტარდათ ელექტროკარდიოგრაფიული, ექოსკოპიური და რენტგენოლოგიური გამოკვლევები.
აქციაში მონაწილეობა მიიღეს თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის შემდეგმა მიმართულებებმა:
თერაპია, გასტროენტეროლოგია, ქირურგია, ოფთალმოლოგია, კარდიოლოგია, ოტორინოლარინგოლოგია, ნევროლოგია, ყბა-სახის ქირურგია, გინეკოლოგია, ტრავმატოლოგია, სისხლძარღვთა ქირურგია, მეან-გინეკოლოგია, მამოლოგია, პროქტოლოგია, უროლოგია, ენდოკრინოლოგია, ნეიროქირურგია, ალერგოლოგია, რევმატოლოგია და რადიოლოგია.
აქციას ესწრებოდნენ თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი გიორგი აბესაძე, კლინიკური დირექტორი ციცო გუგავა და ხარისხის სამსახურის უფროსი ნანა ჯიოევა.