ბიოლოგიის IV საერთაშორისო ინტერნეტ–ოლიმპიადა

თურქმენეთის მირატ გარიევის სახელობის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი იწვევს როგორც თურქმენეთის, ასევე სხვა ქვეყნების უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს, მონაწილეობის მისაღებად IV საერთაშორისო ინტერნეტ–ოლიმპიადაში, რომელიც გაიმართება 2025 წლის 20 ნოემბერს.

ინტერნეტ–ოლიმპიადა მიზნად ისახავს სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტებსა და აკადემიურ საზოგადოებას შორის მეგობრული და პროფესიული ურთიერთობების გაღრმავებას. ღონისძიება ხელს შეუწყობს სამეცნიერო ინფორმაციის გაცვლასა და თანამედროვე ბიოლოგიის თეორიული და პრაქტიკული საკითხების განხილვას საერთაშორისო პლატფორმაზე.

ოლიმპიადის ორგანიზატორების ინფორმაციით, დამატებითი ინფორმაცია, განაცხადების ფორმა და მონაწილეობის დეტალები ხელმისაწვდომი იქნება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე – tdlu.edu.tm , სექციაში “Olympiad-2025”.

მონაწილეთა რეგისტრაცია მიმდინარეობს ონლაინ პლატფორმაზე -  olimp2.tdlu.edu.tm და გაგრძელდება 2025 წლის 10 ნოემბრის,18:00 საათამდე.