პირველკურსელთა კონფერენცია - სოციოლოგია მედიცინაში

მიმდინარე წლის  23 ივნისს, 14:15 საათზე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტზე, საზოგადოებრივი ჯანდაცვის, მენეჯმენტის, პოლიტიკისა და ეკონომიკის დეპარტამენტის ორგანიზებით ჩატარდა ტრადიციული ყუველწლიური პირველკურსელთა კონფერენცია – “სოციოლოგია მედიცინაში”.

კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო სტუდენტთა კვლევები ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: ჯანდაცვის რეფორმა საქართველოში, ჯანსაღი კვების პრობლემები, რეპროდუქციული ჯანმრთელობა, ფიზიკური აქტივობა, შეზღუდული შესაძლებლობის პირთა ჯანმრთელობა, სოციალიზაციის პრობლემები და სხვა.

სტუდენტებმა გამოავლინეს კვლევისა და პრეზენტაციის უნარ-ჩვევები.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა ჯგუფის ოცდახუთმა სტუდენტმა: ქრისტინე ღინციბიძემ, ნუცა ბურჯანაძემ, მარიამ იმნაძემ, ნანი ტატიშვილმა, ნანა ქავთარაძემ, რუსუდან ღვამიჩავამ, ნატო ჩოკოშვილმა, გიორგი ჭიღლაძემ, მარიამ ბობოხიძემ,  მარიამ ჯალაღანიამ, მარიამ ბერძნიშვილმა, რევაზ მონასელიძემ, ენვერ კეჟერაძემ, ბაია ცერცვაძემ, გიორგი ფოჩხუამ, ნატალი თოფურიამ, თამარ ხუციშვილმა, თამთა გაგნიძემ, ანა სიხარულიძემ, სოფიკო ნათენაძემ, თამთა ძებისაშვილმა, ელენე მირიანაშვილმა, გვანცა მეტრეველმა, ანანო თოდუამ, რევაზ რევაზიშვილმა.