ნიკა თოდუას სადისერტაციო ნაშრომის საჯარო დაცვა

2025 წლის 16 დეკემბერს, 16.00 საათზე თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსის (ვაჟა-ფშაველას №33) #1 საკონფერენციო დარბაზში შედგება ნიკა თოდუას სადისერტაციო ნაშრომის - „საქართველოში ინტროდუცირებული ჭყორფოთოლა მაჰონიას (Mahonia aquifolium (Pursh) Nutt) კვლევა ალკალოიდების შემცველობაზე და ბიოლოგიური აქტივობის შეფასება“, საჯარო დაცვა ფარმაციის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად.

სამეცნიერო ხელმძღვანელები:

დავით ჭინჭარაძე - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ემერიტუსი; 

ნინა ვაჩნაძე - იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის, ფიტოქიმიის სამეცნიერო კვლევითი დეპარტამენტის ალკალოიდების მიმართულების ხელმძღვანელი,  მთავარი მეცნიერ თანამშრომელი, ქიმიის აკადემიური დოქტორი.

ექსპერტები:

ბელა კიკალიშვილი - თსსუ-ის იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის ლიპიდების და ანტრაქინონების მიმართულების მთავარი მეცნიერ თანამშრომელი, ფარმაციის აკადემიური დოქტორი;

მაია ოკუჯავა - თსსუ-ის სამედიცინო ფარმაკოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი;  

სოფიო გოქაძე - თსსუ-ის ფარმაცევტული ბოტანიკის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, ფარმაციის აკადემიური დოქტორი.