სტომატოლოგთა საერთაშორისო კოლეჯის ICD ევროპული სექციის 62-ე კონფერენცია ლონდონში

   
   

2017 წლის 14-18 ივნისს ლონდონში (დიდი ბრიტანეთი) სტომატოლოგთა საერთაშორისო კოლეჯის ICD ევროპული სექციის 62-ე კონფერენცია გაიმართა.

აღსანიშნავია, რომ წელს, ICD ახალ წევრად თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აპოლონ ურუშაძის სახელობის სტომატოლოგიური კლინიკის დირექტორი, ოდონტოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ლია სანოძე აირჩიეს.
კონფერენციას ესწრებოდნენ: თსსუ–ს ოდონტოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი მარინა მამალაძე (ICD საზოგადოების წევრი 2013 წლიდან) და ასოცირებული პროფესორი ნათია ნიჟარაძე (ICD საზოგადოების წევრი 2016 წლიდან).

კონფერენცია დატვირთული იყო სხვადასხვა ქვეყნის სტომატოლოგების საინტერესო მოხსენებებით.

პროფესიული ვიზიტის ფარგლებში,  სტომატოლოგთა საერთაშორისო კოლეჯის ICD ევროპული სექციის 62-ე კონფერენციამ წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა.