საჯარო ლექცია - „ყველაფერი ანტიმიკრობული რეზისტენტობის შესახებ“

ანტიმიკრობული რეზისტენტობის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო კვირეულის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩატარდება საჯარო ლექცია თემაზე „ყველაფერი ანტიმიკრობული რეზისტენტობის შესახებ“. 

ლექციას გაუძღვება თსსუ-ის მიკრობიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თამარ დიდბარიძე.

შეხვედრა გაიმართება 21 ნოემბერს 16:00 საათზე, თსსუ-ის ადმინისტრაციულ კორპუსში, II საკონფერენციო დარბაზში.

ლექციაზე დასასწრებად გაიარეთ რეგისტრაცია ბმულზე:  https://forms.gle/6VQ5zNeShzu7Cqnw7