საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის განცხადება

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოში ფარმაციის ფაკულტეტიდან გამოკლებული წევრის კანდიდატის რეგისტრაციის დასრულების შესახებ

 

2025 წლის 21 ნოემბერს, 16:00 საათზე დასრულდა სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოში ფარმაციის ფაკულტეტიდან, უფლებამოსილებაშეწყვეტილი წევრის დარჩენილი ვადით ვაკანტურ ადგილზე წევრობის კანდიდატთა რეგისტრაცია.

თსსუ-ის წარმომადგნელობითი საბჭოს გამოკლებული წევრის ვაკანტურ ადგილზე  კანდიდატად დარეგისტრირდა:

 

1.     კობა სივსივაძე 

2.     მალხაზ ჯოხაძე

 

2025 წლის 28 ნოემბერს ჩატარდება სსიპ-თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოში ფარმაციის ფაკულტეტიდან, უფლებამოსილებაშეწყვეტილი წევრის დარჩენილი ვადით ვაკანტურ ადგილზე გამოკლებული წევრის არჩევნები. არჩევნები დაიწყება 10:00 საათზე და დასრულდება 17:00 საათზე.

 

არჩევნები ჩატარდება სსიპ-თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში, პირველ სართულზე, I საკონფერენციო დარბაზში.

 

მისამართი: ვაჟა-ფშაველას გამზ. #33.