საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის განცხადება

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოში ფარმაციის ფაკულტეტიდან გამოკლებული წევრის კანდიდატის რეგისტრაციის დასრულების შესახებ

 

2025 წლის 21 ნოემბერს, 16:00 საათზე დასრულდა სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოში ფარმაციის ფაკულტეტიდან, უფლებამოსილებაშეწყვეტილი წევრის დარჩენილი ვადით ვაკანტურ ადგილზე წევრობის კანდიდატთა რეგისტრაცია.

თსსუ-ის აკადემიურ საბჭოს გამოკლებული წევრის ვაკანტურ ადგილზე კანდიდატად დარეგისტრირდა:

 

1.   ლაშა მსხილაძე

2.   ნათია კვიჟინაძე 

 

2025 წლის 28 ნოემბერს ჩატარდება სსიპ-თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოში ფარმაციის ფაკულტეტიდან, უფლებამოსილებაშეწყვეტილი წევრის დარჩენილი ვადით ვაკანტურ ადგილზე გამოკლებული წევრის არჩევნები. არჩევნები დაიწყება 10:00 საათზე და დასრულდება 17:00 საათზე.

 

არჩევნები ჩატარდება სსიპ-თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში, პირველ სართულზე, I საკონფერენციო დარბაზში.

 

მისამართი: ვაჟა-ფშაველას გამზ. #33.