ახალგაზრდა მეცნიერის წარმატება

2017 წლის 30 ივნისს, ბირმინჰემში (გაერთიანებული სამეფო) ჩატარდა კონფერენცია - ,,Maternal and Child Health”, რომელზეც  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის დოქტორანტმა ჯილდა ჭეიშვილმა ( ხელმძღვანელი ასოცირებული პროფესორი ირინე ზარნაძე) წარმატებით წარადგინა მისი სადისერტაციო ნაშრომის - ,,დემოგრაფიული პოლიტიკის ახალი სტრატეგია, დემოგრაფიული სიტუაციის ანალიზი” მცირე ფრაგმენტი.

აღსანიშნავია, რომ ჯილდა ჭეიშვილი საერთაშორისო საკრედიტო მობილობის პროგრამა ,,Erasmus +”-ის ფარგლებში იმყოფება ჩესტერის (გაერთიანებული სამეფო) უნივერსიტეტში.