ევროკომისია ატარებს დისტანციურ საინფორმაციო სესიას — Horizon Implementation Day, რომელიც ეძღვნება „ჰორიზონტი ევროპას“ 2026-2027 წლების სამუშაო პროგრამის (Work Programme) ფარგლებში დაგეგმილ ადმინისტრაციულ და ტექნიკურ ცვლილებებს.
ღონისძიება მიზნად ისახავს პოტენციური აპლიკანტების ინფორმირებას საგრანტო განაცხადის მომზადებისა და წარდგენის განახლებული წესების შესახებ.
სესიის ძირითადი საკითხები:
ცვლილებები სააპლიკაციო პროცესსა და შეფასების კრიტერიუმებში, სადაც ევროკომისიის ექსპერტები დეტალურად განიხილავენ 2026-2027 წლების ციკლისთვის დადგენილ ახალ სტანდარტებსა და მოთხოვნებს;
Choose Europe for Science - მეცნიერებისა და მკვლევრებისთვის განკუთვნილი ახალი ინიციატივების პრეზენტაცია;
პრაქტიკული ინსტრუქციები და რეკომენდაციები - ხარისხიანი განაცხადის მომზადებისა და პორტალზე (Funding & Tenders Portal) მუშაობის შესახებ.
თარიღი: 20 იანვარი, 2026 წელი.
დრო: 12:00 – 15:00 (თბილისის დროით).
ფორმატი: ონლაინ ტრანსლაცია (YouTube Live).
სესიაზე დასწრება თავისუფალია და არ საჭიროებს წინასწარ რეგისტრაციას. მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ ინტერაქტიულ რეჟიმში (Slido-ს მეშვეობით) კითხვები დაუსვან ევროკომისიის წარმომადგენლებს.
დაწვრილებითი დღის წესრიგი და ტრანსლაციის ბმული იხილეთ ევროკომისიის ოფიციალურ გვერდზე:
https://ec.europa.eu/research/participants/docs/h2020-funding-guide/other/event260120.htm