2026 წლის 2-4 თებერვალს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩატარდება „ჰორიზონტი ევროპა“-ს საქართველოს ეროვნული ოფისის მიერ ორგანიზებული ღონისძიება „საპროექტო განაცხადის წერის ტრენინგი“.
ტრენინგი ფოკუსირებული იქნება „ჰორიზონტი ევროპა“-ს მეორე სვეტის (Pillar II) კოლაბორაციულ კვლევით პროექტებზე, თუმცა ის ასევე მოიცავს ფონდის სხვა ისეთ მნიშვნელოვან აქტივობებს, როგორიცაა მარი სკლადოვსკა - კიურის (MSCA) პროგრამები.
ტრენინგის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობებია:
• ინდივიდუალური საპროექტო წინადადებების განხილვა და ანალიზი;
• საერთაშორისო კონსორციუმის ჩამოყალიბების პრინციპები
• ბიუჯეტის შედგენის ეტაპები და პრინციპები
ტრენინგი განკუთვნილია როგორც გამოცდილი და ახალგაზრდა მკვლევრებისთვის, ისე ეროვნული საკონტაქტო პირებისთვისაც (NCPs).
სამუშაო ენა: ინგლისური.
შერჩევის წესი: მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია. მონაწილეები შეირჩევიან რეგისტრაციის ვადის ამოწურვის შემდეგ.
მისამართი: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, ადმინისტრაციული კორპუსი, მეორე სართული, III საკონფერენციო დარბაზი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე:
რეგისტრაციის ბმული: