ტრენინგები თსსუ-ის აკადემიური პერსონალისთვის

11-12 თებერვალს 16:00 საათზე და 19-20 თებერვალს 16:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი მეცნიერების მიმართულებით, პროფესორი სოფიო ბახტაძე თსსუ-ის აკადემიური პერსონალისთვის ჩაატარებს ტრენინგებს შემდეგ თემებზე:

1. კვლევითი პროექტის წერისა და სამეცნიერო კეთილსინდისიერების პრინციპები;

2. მტაცებელი ჟურნალებისა და მტაცებელი კონფერენციების შეფასების პრინციპები.

მისამართი: ვაჟა-ფშაველას გამზირი 33, თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი, მე-2 სართული,მე-4 საკონფერენციო დარბაზი

რეგისტრაციის ბოლო ვადა:  2026 წლის 30 იანვარი

რეგისტრაციის ფორმა იხილეთ შემდეგ ბმულზე:

https://tsmu.edu/training/

ტრენინგების დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი.