თსსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის VIII, IX, X სემესტრის სტუდენტების საყურადღებოდ!

ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ERASMUS + -ის პროექტის ფარგლებში ცხადდება კონკურსი სასწავლო გრანტის მოსაპოვებლად ლუბლინის სამედიცინო უნივერსიტეტში (პოლონეთი).

მობილობის პერიოდი: 2026 წლის გაზაფხულის სემესტრი (5 თვე)

მობილობასთან დაკავშირებულ ხარჯებს აანაზღაურებს მომწვევი მხარე (ორმხრივი მგზავრობა და ყოველთვიური სტიპენდია).

გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია ელექტრონული ჟურნალის პირად პორტალზე (sms.tsmu.edu).

მოთხოვნილი დოკუმენტაციის ჩამონათვალი: 

• CV ევროპულ ფორმატში ინგლისურ ენაზე;

• ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე);

• აკადემიური მოსწრების დამადასტურებელი დოკუმენტი GPA–ის მითითებით;

• ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (მინიმუმ B2 დონე).

გასაუბრება ჩატარდება თსსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში, 2026 წლის 20 იანვარს, 16:30 საათზე. 

მისამართი:  თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი, მეოთხე სართული, ოთახი N 407. 

ტელ.: 032 2 542 450;  032 2 542 451