თსსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის IX, X და XI სემესტრის გერმანული ენის მცოდნე სტუდენტების საყურადღებოდ

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის IX, X და XI სემესტრის გერმანული ენის მცოდნე სტუდენტების საყურადღებოდ.

პროფესორ ნოდარ გრიგოლიას სახელობის  სტიპენდიის მოსაპოვებლად ცხადდება კონკურსი სტაჟირების გასავლელად კაუფბოირენის საუნივერსიტეტო კლინიკაში (გერმანია).

სტაჟირების ხანგრძლივობა - 2 თვე. 

შერჩეული კანდიდატები უზრუნველყოფილი იქნებიან  საცხოვრებლით, კვებით და სტიპენდიით.

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი: 

• აკადემიური მოსწრების დამადასტურებელი დოკუმენტი GPA–ის მითითებით;

• გერმანული ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (B2დონე);

გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია ელექტრონული ჟურნალის პირად პორტალზე (sms.tsmu.edu). 

გასაუბრება ჩატარდება 2026 წლის 21 იანვარს 16:00 სთ-ზე, თსსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში. 

მისამართი: თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი, მეოთხე სართული, ოთახი # 407.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ თსსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს. ტელ: 032 2 542 450