ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობა აცხადებს სასტიპენდიო პროგრამას — Youth of Excellence Scheme of China Program 2026–2027 სასწავლო წლისთვის, რომელიც განკუთვნილია უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის და ითვალისწინებს ჩინეთში ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის შესაძლებლობას სრული დაფინანსებით.
პროგრამის ფარგლებში სწავლების ხანგრძლივობა, ძირითადად, შეადგენს 12 თვეს. ამასთან, რიგი აკადემიური მიმართულებები ითვალისწინებს „1+1“ მოდელს, რომელიც აერთიანებს ჩინეთში სწავლას და პროფესიული საქმიანობის განხორციელებას კანდიდატის სამშობლოში.
სტიპენდია სრულად ფარავს სწავლის საფასურსა და სწავლების პერიოდში საცხოვრებელ და სხვა აუცილებელ ხარჯებს, რაც პროგრამის მონაწილეებს უზრუნველყოფს აკადემიური საქმიანობის სრულფასოვანი განხორციელების პირობებით.
სტიპენდიაზე განაცხადების მიღება ხორციელდება ელექტრონულად ჩინეთის მთავრობის სტიპენდიების სისტემის (Chinese Government Scholarship System) მეშვეობით და გაგრძელდება 2026 წლის 31 მარტის 23:59 საათამდე.
სასტიპენდიო პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.