![]() |
|
2017 წლის 19 სექტემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია თემაზე - „თანამედროვე მედიცინის აქტუალური საკითხები “.
კონფერენცია ოფიციალურად გახსნა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, ასოცირებულმა პროფესორმა ირაკლი კოხრეიძემ.
საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობდნენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორები, ავსტრიის, გერმანიისა და აშშ-ს წამყვანი სამედიცინო კლინიკების პროფესორები, რომლებმაც ქართველი და უცხოელი სტუდენტებისა და რეზიდენტებისთვის წაიკითხეს ლექციები:
პროფესორი, დოქტორი პეტერ ლუკასი (ინსბრუკის უნივერსიტეტის რადიაციული თერაპიის და რადიოონკოლოგიის კლინიკა, ავსტრია):
პროფესორი, დოქტორი ვოლფგანგ ბუხბერგერი (ინსბრუკის უნივერსიტეტის ტიროლის კლინიკა, ავსტრია):
დოქტორი ემილ ჰენსლერი (Elekta-ს ვიცე-პრეზიდენტი, ავსტრია):
თსსუ-ის საპატიო დოქტორი ირმა კვიცარიძე (თსსუ-ის კურსდამთავრებული, ინსბრუკის საუნივერსიტეტო კლინიკის სხივური თერაპიისა და რადიოონკოლოგიის ცენტრი, ავსტრია):
თსსუ-ის საპატიო დოქტორი გიორგი გრიგოლია (კლინიკა ფიურსტენფელდბრუკის ქირურგიული განყოფილების უფროსი ქირურგი/ექიმი, მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტის აკადემიური სასწავლო ბაზა/კლინიკა, გერმანია):
კონფერენციას ესწრებოდნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, პროფესორი ხათუნა თოდაძე, თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორი ციცინო გუგავა და კლინიკის წამყვანი ექიმი-სპეციალისტები.