ეკა ხუჭუას სადისერტაციო ნაშრომის საჯარო დაცვა

2026 წლის 27 თებერვალს, 16.00 საათზე თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსის (ვაჟა-ფშაველას №33) #1 საკონფერენციო დარბაზში შედგება ეკა ხუჭუას სადისერტაციო ნაშრომის - „პრო- და ანთების საწინააღმდეგო ბიომარკერების კორელაციის მარკერული როლი სეფსისის ადრეული დიაგნოსტიკისათვის“, საჯარო დაცვა მედიცინის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად.

სამეცნიერო ხელმძღვანელები: 

თამარ დიდბარიძე  - თსსუ-ის მიკრობიოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი;

ლევან რატიანი - თსსუ-ის ანესთეზიოლოგიის და რეანიმატოლოგიის დეპარტამენტის (ტოქსიკოლოგიით) პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი.

ექსპერტები:

ილია ნაკაშიძე  - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის  საბუნებისმეტყველო და ჯანდაცვის ფაკულტეტის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;

 ელიზა ვაშაკიძე - თსსუ-ის ემერიტუსი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; 

პაატა იმნაძე - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი.