„ჯანდაცვის პერსპექტივები XXI საუკუნეში“ - საზეიმო სამეცნიერო კონფერენციას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი 2026 წლის 7–8 მაისს უმასპინძლებს.
ღონისძიება ოტავას ქარტიის 40 წლისთავს და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის 95 წლის იუბილეს ეძღვნება.
კონფერენცია ტარდება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის, საქართველოს პრევენციული მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის, ივანე თარხნიშვილის სახელობის სტუდენტური სამეცნიერო საზოგადოების და საქართველოს ჯანმრთელობის ახალგაზრდული ასოციაციის ორგანიზებით.
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადი რეზიუმესთან ერთად, ასევე პოსტერული პრეზენტაციის სათაური, უნდა გამოაგზავნონ ელექტრონულ ფოსტაზე:
i.zarnadze@tsmu.edu
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 2026 წლის 27 თებერვალი.
კონფერენციის დასრულების შემდეგ გამოიცემა აბსტრაქტებისა და სრული ტექსტების ელექტრონული კრებული, რაც მონაწილეებს მისცემს შესაძლებლობას, მათი კვლევები ფართო აკადემიურ საზოგადოებას გააცნონ.