თსსუ-ის აკადემიური პერსონალის საყურადღებოდ!

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული Erasmus+ პროგრამის ფარგლებში ცხადდება კონკურსი თსსუ-ის პედიატრიის დეპარტამენტის აკადემიური პერსონალისთვის მობილობის გასავლელად მილანის ბიკოკას უნივერსიტეტში  (იტალია).

აკადემიური პერსონალის მობილობა განხორციელდება: 2026 წლის გაზაფხულის სემესტრში.

სტაჟირების ხანგრძლივობა და პერიოდი – ორი კვირა, აპრილის მეორე ნახევარი (ინტერ-ინსტიტუციური ხელშეკრულების შესაბამისად).

კანდიდატების შერჩევა განხორციელდება შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით:

CV (Europass ფორმატი);

ინგლისური ენის ცოდნის მინიმუმ B2 დონე.

გასაუბრება ჩატარდება 2026 წლის 10 თებერვალს, 17:00 საათზე თსსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში .

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ თსსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს. 

მისამართი: ვაჟა–ფშაველას გამზირი N.33, თსსუ–ის ადმინისტრაციული კორპუსი, IV სართული, ოთახი N 407 

ელ-ფოსტა: iad@tsmu.edu,    n.kandelaki@tsmu.edu

ტელეფონი: (032) 254 24 50