პროფესორ ირაკლი ჩხიკვიშვილის ლექცია „ქრონიკული დაავადებების პროფილაქტიკა ფუნქციური პურის მეშვეობით”

   
   

2017 წლის 27 სექტემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში „მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი 2017“-ის ფარგლებში თსსუ-ის ვლადიმერ ბახუტაშვილის სახელობის სამედიცინო ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის პროფესორმა, ირაკლი ჩხიკვიშვილმა წაიკითხა ლექცია „ქრონიკული დაავადებების პროფილაქტიკა ფუნქციური პურის მეშვეობით”.

„საკვები ჯანმრთელობასთან პირდაპირ კავშირშია. სწორედ ამიტომ თსსუ-ის ვლ. ბახუტაშვილის სახელობის სამედიცინო ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის ბიოლოგიურად აქტიური ნაერთების ლაბორატორია სწავლობს საკვებში მცენარეულ ნაერთებს და მათ გავლენას ჯანმრთელობაზე.  ვმუშაობთ ფუნქციური კვების პროდუქტების შექმნაზე“, - განაცხადა ბატონმა ირაკლი ჩხიკვიშვილმა ლექციის შესავალ ნაწილში და შემდეგ ვრცლად ისაუბრა ფუნქციური პურის რაობის და სარგებლიანობის შესახებ.

ლექციას ესწრებოდნენ:  თსსუ-ის ვლ. ბახუტაშვილის სახელობის სამედიცინო ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომლები და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები.

ლექციის დასრულების შემდეგ პროფესორმა ირაკლი ჩხიკვიშვილმა უპასუხა კოლეგებისა და სტუდენტების შეკითხვებს.