2026 წლის 20 მარტს, 16.00 საათზე თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსის (ვაჟა-ფშაველას №33) #1 საკონფერენციო დარბაზში შედგება გიორგი-ჯემალ გოგიტიძის სადისერტაციო ნაშრომის -„ადგილობრივი ნერვული მიკროგარემოს როლი საშვილოსნოს ყელის ინტრაეპითელური ნეოპლაზიების პროგრესიაში და მისი კავშირი პროლიფერაციულ, აპოპტოზურ და ღეროვან უჯრედულ მახასიათებლებთან“, საჯარო დაცვა მედიცინის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად.
სამეცნიერო ხელმძღვანელი:
გიორგი ბურკაძე - თსსუ-ის მოლეკულური პათოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ექსპერტები:
თამარ სალაძე - თსსუ-ის პათოლოგიური ანატომიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი;
გიორგი თევდორაშვილი - თსსუ-ის მეანობა-გინეკოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი;
ნანა კიკალიშვილი - თსსუ-ის პათოლოგიური ანატომიის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი.