სეულის ეროვნული უნივერსიტეტის საგრანტო პროგრამა პროფესორ-მასწავლებლებისა და სამეცნიერო-პედაგოგიური პერსონალისათვის

Seoul National University აცხადებს 2026 წლის შემოდგომის სასწავლო სემესტრისათვის საგრანტო პროგრამას „SNU President Fellowship" (SPF), რომელიც უნივერსიტეტის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საერთაშორისო საგანმანათლებლო ინიციატივას წარმოადგენს.

პროგრამა განკუთვნილია მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლებისა და სამეცნიერო-პედაგოგიური პერსონალისათვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან აკადემიური კარიერის განვითარებით და დოქტორანტურაში სწავლის გაგრძელებით. განაცხადის გაკეთება შეუძლიათ იმ კანდიდატებსაც, რომლებსაც ჯერ არ აქვთ მოპოვებული დოქტორის ხარისხი.

დაფინანსების პაკეტი მოიცავს:

სწავლების სრული საფასურის დაფინანსებას 6 სემესტრის განმავლობაში;

ყოველთვიურ სტიპენდიას 1 500 000 – 2 000 000 კორეული ვონის ოდენობით (დაახლოებით 1000–1400 აშშ დოლარი) 3–4 წლის განმავლობაში;

ორმხრივი ავიაბილეთის (ეკონომკლასი) დაფინანსებას;

კორეის ეროვნული ჯანმრთელობის დაზღვევას;

ბავშვის მოვლაში მხარდაჭერას – ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით;

კორეული ენის კურსების საფასურის ანაზღაურებას ერთი სემესტრის განმავლობაში.

დეტალური ინფორმაცია საკონკურსო პირობების, ვადებისა და უნივერსიტეტში ჩარიცხვის პროცედურების შესახებ ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულებზე:

https://en.snu.ac.kr/admission

https://oga.snu.ac.kr/

საკონტაქტო ინფორმაცია