ევროკომისიის მიერ დაფინანსებული Erasmus+ KA171 საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამის ფარგლებში ცხადდება კონკურსი სასწავლო გრანტის მოსაპოვებლად ათათურქის უნივერსიტეტში (ერზრუმი, თურქეთი).
მობილობის პერიოდი: 2026 წლის გაზაფხულის სემესტრი (2 თვე).
მობილობასთან დაკავშირებულ ხარჯებს აანაზღაურებს მომწვევი მხარე (ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობა და ყოველთვიური სტიპენდია).
გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია ელექტრონული ჟურნალის პირად პორტალზე (sms.tsmu.edu).
მოთხოვნილი დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
• ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (მინიმუმ B2 დონე).
• CV ევროპულ ფორმატში ინგლისურ ენაზე;
• ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე);
• აკადემიური მოსწრების დამადასტურებელი დოკუმენტი GPA–ის მითითებით;
გასაუბრება ჩატარდება თსსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში 2026 წლის 17 მარტს, 16:00 საათზე.
მისამართი: თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი, მეოთხე სართული, ოთახი N 407.