თსსუ-ის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტთა საყურადღებოდ!

ევროკომისიის მიერ დაფინანსებული Erasmus+ KA171 საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამის ფარგლებში ცხადდება კონკურსი საფრანგეთის რენის საზოგადოებრივი ჯანდაცვის უმაღლეს სკოლაში (EHESP French School of Public Health) სასწავლო გრანტის მოსაპოვებლად.

მობილობის პერიოდი: 2026–2027 წლის შემოდგომის სემესტრი (3 თვე).

მობილობასთან დაკავშირებულ ხარჯებს აანაზღაურებს მომწვევი მხარე (ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობა და ყოველთვიური სტიპენდია).

სტუდენტებისთვის, რომლებიც მიეკუთვნებიან განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთა კატეგორიას (შეზღუდული შესაძლებლობები, ქრონიკული დაავადებები, სოციალურ-ეკონომიკური სირთულეები), გათვალისწინებულია დამატებითი ყოველთვიური ფინანსური მხარდაჭერა. 

დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ:  EHESP და Master’s programme.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 30 მარტი

დოკუმენტები უნდა გამოიგზავნოს ელექტრონულ მისამართზე: iad@tsmu.edu. 

მოთხოვნილი დოკუმენტაციის ჩამონათვალი:

ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (მინიმუმ B2 დონე).

CV ევროპულ ფორმატში ინგლისურ ენაზე;

ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე);

სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე (არაუმეტეს - 600 სიტყვა)

გასაუბრება ჩატარდება თსსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში 2026 წლის 15 აპრილს, 16:00 საათზე. 

მისამართი:  თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი, მეოთხე სართული, ოთახი N 407.