საერთაშორისო სტუდენტური ოლიმპიადა ინგლისურ ენაში

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და ლოძის სამედიცინო უნივერსიტეტის უცხოური ენების ცენტრების ორგანიზებით ტარდება საერთაშორისო სტუდენტური ოლიმპიადა ინგლისურ ენაში. 

ოლიმპიადაში მონაწილეობა შეუძლია მედიცინის ფაკულტეტის V-VI  სემესტრის სტუდენტებს, რომლებიც ფლობენ სამედიცინო დარგობრივ ინგლისურ ენასა და ტერმინოლოგიას  C1 დონეზე.

ოლიმპიადა ჩატარდება ორ ეტაპად:

პირველი ეტაპი -  ( მოსმენა, კითხვა, ენის პრაგმატული გამოყენება, წერა)

გაიმართება - 21 მარტს, 10:00 საათზე, უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობის მე-8 სართულზე.

მეორე ეტაპი -  (პრეზენტაციის წარდგენა საორგანიზაციო კომიტეტის მიერ მითითებულ სამედიცინო თემატიკაზე)  

გაიმართება - 16 მაისს და მონაწილეობის მიღებას შეძლებენ მხოლოდ ის სტუდენტები, რომლებიც პირველ ეტაპზე მაქსიმალური 100 ქულიდან  80%-ზე მეტს მოიპოვებენ.

რეგისტრაცია - 18 მარტის ჩათვლით.

სარეგისტრაციო ბმული იხილეთ აქ