ევროკომისიის მიერ დაფინანსებული Erasmus+ KA171 საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამის ფარგლებში ცხადდება კონკურსი სასწავლო გრანტის მოსაპოვებლად მაგდებურგის უნივერსიტეტში (გერმანია).
მობილობის პერიოდი: 2026 წლის შემოდგომის სემესტრი (3 თვე).
მობილობასთან დაკავშირებულ ხარჯებს აანაზღაურებს მომწვევი მხარე (ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობა და ყოველთვიური სტიპენდია).
გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია ელექტრონული ჟურნალის პირად პორტალზე (sms.tsmu.edu).
მოთხოვნილი დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
• გერმანული ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (მინიმუმ B2 დონე);
• CV ევროპულ ფორმატში;
• ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე);
• აკადემიური მოსწრების დამადასტურებელი დოკუმენტი GPA–ის მითითებით;
• სამოტივაციო წერილი
გასაუბრება ჩატარდება თსსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში 2026 წლის 26 მარტს, 16:00 საათზე.
მისამართი: თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი, მეოთხე სართული, ოთახი N 407.
ტელ.: 032 2 542 450 ან 032 2 542 451;