თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ცხადდება კონკურსი Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტში (ესპანეთი).
მობილობის პერიოდი - 2026 წლის შემოდგომის სემესტრი.
მობილობასთან დაკავშირებული ხარჯები (მგზავრობა, სწავლა და ცხოვრება) ანაზღაურდება პროექტის ფარგლებში.
გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია ელექტრონული ჟურნალის პირად პორტალზე (sms.tsmu.edu).
მობილობის მსურველმა პირმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
• ცნობა სტუდენტის აქტიური სტატუსის შესახებ;
• ესპანური ენის A2 დონეზე ფლობის დამადასტურებელი სერტიფიკატი;
• ცნობა აკადემიური მოსწრების შესახებ (GPA-ის მითითებით);
• სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე);
• პასპორტის ასლი.
გასაუბრება ჩატარდება თსსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში 2026 წლის 26 მარტს, 17 საათზე.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ თსსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს.
მისამართი: ვაჟა–ფშაველას გამზირი N.33, თსსუ–ის ადმინისტრაციული კორპუსი, IV სართული, ოთახი N 407
ელ-ფოსტაზე: iad@tsmu.edu, n.kandelaki@tsmu.edu ტელ: (032) 254 24 50