თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის VIII და IX სემესტრის სტუდენტთა საყურადღებოდ

ევროკომისიის მიერ დაფინანსებული Erasmus+ KA171 საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამის ფარგლებში ცხადდება კონკურსი სასწავლო გრანტის მოსაპოვებლად  პადუას უნივერსიტეტში (პადოვა, იტალია).

მობილობის პერიოდი: 2026 წლის შემოდგომის სემესტრი.

მობილობის ხანგრძლივობა: ერთი სემესტრი

მობილობასთან დაკავშირებული ხარჯები (მგზავრობა, სწავლა და ცხოვრება) დაფინანსდება პროექტის ფარგლებში.

გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია ელექტრონული ჟურნალის პირად პორტალზე: sms.tsmu.edu

მობილობის მსურველმა პირმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

•აკადემიური მოსწრების დამადასტურებელი დოკუმენტი GPA–ის მითითებით;

• ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (მინიმუმ B2 დონე).

• იტალიური ენის ცოდნა მინიმუმ A2 დონე

• სამოტივაციო წერილი 

• პასპორტის ასლი.

გასაუბრება ჩატარდება თსსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში, 2026 წლის 27 მარტს16:00 საათზე.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ თსსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს: მისამართი: ვაჟა–ფშაველას გამზირი N33, თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი, IV სართული, ოთახი N407.

ელ-ფოსტა: iad@tsmu.edu; n.kandelaki@tsmu.edu

ტელ: (032) 254 24 50