ისტორია

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტი შეიქმნა 2007 წლის 19 თებერვალს. 2012 წელს  უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს N23/6 დადგენილებით მას დაერქვა სამედიცინო განათლების, კვლევის და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტი. 
დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს  დებულებით (21.10.2013 #23/6), უნივერსიტეტის წესდებით და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორის ადმინისტრაციული აქტებით. 
2012 წლიდან დეპარტამენტთან ფუნქცინირებს აკადემიური განვითარების ცენტრი, სადაც უნივერსიტეტის პერსონალისთვის ტარდება ტრენინგები სამედიცინო განათლების და თანამედროვე მართვის მეთოდოლოგიაში. 
2019 წელს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამედიცინო განათლების, კვლევის და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტში AMEE-ის საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრი გაიხსნა. ცენტრი იქცა აკადემიური განვითარების, საგანმანათლებლო ინოვაციებისა და რეგიონული შესაძლებლობების გაძლიერების ჰაბად. ხოლო 2026 წლიდან ცენტრი თსსუ AMEE-ის რეგიონული ბრწყინვალების ცენტრად დასახელდა.
2022 წელს სამედიცინო განათლების, კვლევის და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტს აკადემიური განვითარების და სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტი ეწოდა, ხოლო 2026 წლიდან - სამედიცინო განათლების, აკადემიური განვითარების და სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტი. 

დეპარტამენტის ხელმძღვანელი
სალომე ვორონოვი