სტაჟირება ვენის (ავსტრია) სამედიცინო უნივერსიტეტში

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის VII-X სემესტრის გერმანული ენის მცოდნე  სტუდენტებისთვის ცხადდება კონკურსი  ვენის სამედიცინო უნივერსიტეტში (ავსტრია) სტაჟირების გასავლელად .

სტაჟირების პერიოდი - 2026 წლის შემოდგომის სემესტრი

რეგისტრაცია  ელექტრონული ჟურნალის პირად პორტალზე 2026  წლის 7 აპრილის ჩათვლით. 

მოთხოვნები:  გერმანული ენის ცოდნა  -  B1 დონიდან.

გასაუბრება ჩატარდება თსსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში 2026 წლის 8 აპრილს, 15:00  საათზე.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ თსსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს. 

მისამართი: ვაჟა–ფშაველას გამზირი N.33, თსსუ–ის ადმინისტრაციული კორპუსი, IV სართული, ოთახი N 407 

ელ-ფოსტაზე: iad@tsmu.edu

ტელ: (032) 254 24 50