თსსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის VIII, IX, X, XI სემესტრის ინგლისური ენის მცოდნე სტუდენტთა საყურადღებოდ

ცხადდება კონკურსი რეჯიფ თაიფ ერდოღანის უნივერსიტეტში (რიზე, თურქეთი)  საზაფხულო სტაჟირების გასავლელად. 

სტაჟირების პერიოდი: 2026 წლის 3 აგვისტო  - 28  აგვისტო

გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია ელექტრონული ჟურნალის პირად პორტალზე (sms.tsmu.edu) 2026 წლის  23  აპრილის ჩათვლით.

მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:

• აკადემიური მოსწრების დამადასტურებელი დოკუმენტი GPA–ის მითითებით

• ინგლისური ენის დამადასტურებელი სერთიფიკატი - B2.

გასაუბრება ჩატარდება 2026  წლის 24 აპრილს 16:00 საათზე.

მისამართი: თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი, IV  სართული,  ოთახი #407.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს, ტელ: 0322542448;  0322542450