დიაბეტის მსოფლიო დღე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

14 ნოემბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, დიაბეტის მსოფლიო დღის აღსანიშნავად,  ივანე თარხნიშვილის სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოებისა და სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით, ჩატარდა საჯარო ლექცია - ,,დიაბეტი T2-ის მკურნალობის ინოვაციური ქირურგიული მეთოდი“. ღონიძიებას უძღვებოდნენ: მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მამუკა გონჯილაშვილი; მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ზოგადი ქირურგი, ნიკა გვახარია და მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ენდოკრინოლოგი, მაკა კვირიკაშვილი.

შაქრიანი დიაბეტი არაგადამდებ დაავადებათა შორის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა და ცხოვრების ხარისხის გაუარესების წამყვან მიზეზს წარმოადგენს, მის მთავარ რისკ-ფაქტორად კვლავ ჭარბი წონა რჩება.  აღნიშნულ ლექციაზე განხილული იყო დიაბეტის  ინოვაციური ოპერაციული მკურნალობის მეთოდი, რომელიც ჭარბი წონის, მეტაბოლური სინდრომის და ბულემიის არსებობისას გამოიყენება. აღნიშნული მეთოდის გამოყენებით შესაძლებელია თრომბოემბოლიური, რესპირატორული და გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ არსებული გართულებების პრევენცია.

ივანე თარხნიშვილის სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოება, ღონისძიების წარმატებით ჩატარებისთვის, მადლობას უხდის: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციას, აკადემიურ პერსონალს, სტუდენტურ თვითმმართველობას და ღონისძიების წამყვანებს.

 ,,pulsi TV" გადაცემა ,,მედ News"