თსსუ-ის სამეცნიერო უნარ-ჩვევების ცენტრის დირექტორის, ასოცირებული პროფესორი ლუიზა გაბუნიას ვიზიტი უნგრეთში

2017 წლის 8-10 ნოემბერს, “EaP Plus”-ის  ბროკერული შეხვედრის საგრანტო პროექტის კონკურსში (“ICT Proposers” -  Day 2017") გამარჯვებული, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო უნარ-ჩვევების ცენტრის დირექტორი, ასოცირებული პროფესორი ლუიზა გაბუნია, იმყოფებოდა ქალაქ ბუდაპეშტში (უნგრეთი), სადაც დაესწრო ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო-პროგრამის (Horizon 2020) ფარგლებში გამართულ საპარტნიორო შეხვედრას – “ICT Proposers” -  Day 2017".  ღონისძიება Horizon2020-ის ფარგლებში შერჩეულ თემაზე კონკრეტული საპროექტო წინადადებების მოსამზადებელ ეტაპს წარმოადგენდა.

8 ნოემბერს, ღონისძიების გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ უნგრეთის მთავრობის წარმომადგენლები. 9 და 10 ნოემბერს გაიმართა მეცნიერთა საპარტნიორო შეხვედრები, რომლის ფარგლებში ქალბატონი ლუიზა გაბუნია შეხვდა ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნის 21 მეცნიერს,  განიხილეს სამეცნიერო  თანამშრომლობის   პერსპექტივები  და    საგრანტო პროექტების ფარგლებში ერთიანი კონსორციუმის  ჩამოყალიბების  შესაძლებლობები.