თსსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის X და XI სემესტრის ინგლისური ენის მცოდნე სტუდენტთა საყურადღებოდ!

ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ERASMUS+ -ის პროექტის ფარგლებში, ცხადდება კონკურსი ჯორჯ ემილ პალადეს სახელობის ტირგუ მურეშის მედიცინის, ფარმაციის, მეცნიერების და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში (რუმინეთი) სტიპენდიების მოსაპოვებლად. 

მობილობის ხანგრძლივობა - ორი თვე.

მობილობის პერიოდი - 2026 წლის ივლისი -აგვისტო.

მობილობასთან დაკავშირებულ ხარჯებს ანაზღაურებული იქნება პარტნიორი უნივერსიტეტის მიერ (ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობა და ყოველთვიური სტიპენდია).

გთხოვთ, გასაუბრების დროს  წარმოადგინოთ შემდეგი დოკუმენტაცია:

• სტუდენტის აქტიური სტატუსის დამადასტურებელი ცნობა;  

• ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (B2 ან C1).

• აკადემიური მოსწრების დამადასტურებელი დოკუმენტი  GPA –ის მითითებით;

• CV (ევროპული ფორმატის სახით, ფოტოსურათით);

• სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე).

ზაფხულის სტაჟირების მსურველმა პირებმა, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია ელექტრონული ჟურნალის პირად პორტალზე  (sms.tsmu.edu).

გასაუბრება ჩატარდება 2026 წლის 28 აპრილს  16:00 საათზე თსსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში. 

მისამართი: თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი, მეოთხე სართული, ოთახი # 406.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ თსსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს:

ტელ.: 032 2 542 450;   032 2 542 451