საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის  განცხადება

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის განცხადება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოში ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტიდან გამოკლებული წევრის კანდიდატის რეგისტრაციის დასრულების შესახებ

2026 წლის 20 ნოემბერს, 16:00 საათზე დასრულდა სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოში ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტიდან, უფლებამოსილებაშეწყვეტილი წევრის დარჩენილი ვადით ვაკანტურ ადგილზე წევრობის კანდიდატთა რეგისტრაცია.

თსსუ-ის აკადემიური საბჭოს გამოკლებული წევრის ვაკანტურ ადგილზე კანდიდატად დარეგისტრირდა:

1. კონსტანტინე ლილუაშვილი

2026 წლის 29 აპრილს ჩატარდება სსიპ-თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოში ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტიდან, უფლებამოსილებაშეწყვეტილი წევრის დარჩენილი ვადით ვაკანტურ ადგილზე გამოკლებული წევრის არჩევნები. არჩევნები დაიწყება 11:00 საათზე და დასრულდება 17:00 საათზე.

არჩევნები ჩატარდება სსიპ-თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში, პირველ სართულზე, I საკონფერენციო დარბაზში.

მისამართი: ვაჟა-ფშაველას გამზ. #33.