ტურნირი ჭადრაკში

2017 წლის 10 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმართველობის ინიციატივით და სამედიცინო უნივერსიტეტის სპორტისა და ხელოვნების ცენტრის მხარდაჭერით ჩატარდა ტურნირი ჭადრაკში.

ტურნირში მონაწილეობდა  16 ვაჟი და 6 გოგონა.

ვაჟებში  I ადგილი მოიპოვა - მედიცინის ფაკულტეტის I სემესტრის სტუდენტმა ავთანდილ ფანჩულიძემ, II ადგილი მედიცინის ფაკულტეტის XI სემესტრის სტუდენტმა  აბდულ მამედოვმა მოიპოვა,  III ადგილი -  მედიცინის ფაკულტეტის III სემესტრის სტუდენტმა გიორგი გარუჩავას  ხვდა წილად.

გოგონებში I ადგილი მედიცინის ფაკულტეტის VII  სემესტრის სტუდენტმა ანი ყიფშიძემ მოიპოვა,  II ადგილი მედიცინის ფაკულტეტის III სემესტრის სტუდენტმა ელენე ჯაფარიძემ მოიპოვა, III ადგილი მედიცინის ფაკულტეტის I სემესტრის სტუდენტმა ბარბარე ბუღაშვილს ხვდა წილად.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ულოცავს გამარჯვებულებს  წარმატებას.