საკალათბურთო ჩემპიონატი

2017 წლის  30 და 31 ოქტომბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში,  სპორტისა და ხელოვნების ცენტრის და სტუდენტური თვითმართველობის ინიციატივით ჩატარდა კალათბურთის ჩემპიონატი, რომელშიც მონაწილეობდნენ სამედიცინო უნივერსიტეტის საფაკულტეტო გუნდებმა.

ჩემპიონატს კურირებას უწევდნენ სპორტისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორი ბატონი ზაურ ფხალაძე და სტუდენტური თვითმართველობის სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი სოლომონ ერგემლიძე.   

ჩემპიონატის არბიტრი გახლდათ  თსსუ-ის სპორტისა და ხელოვნების ცენტრის საკალათბურთო ნაკრების მთავარი მწვრთვნელი,  საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, სპორტის ოსტატი, ლეგენდარული თბილისის „დინამო“-ს   წევრი, საკავშირო ჩემპიონატის სამ გზის გამარჯვებული ბატონი სერგო იშხნელი.
დაძაბულ ბრძოლაში გამოვლინდნენ შემდეგი გამარჯებული გუნდები:

I ადგილი ფარმაციის ფაკულტეტის გუნდმა, II ადგილი გუნდმა  „76“ -მა და III ადგილი  გუნდმა  „სოლოსთან დარეკილია“- მოიპოვეს.

ვულოცავთ ფარმაცევტულ ფაკულტეტს ამ გამარჯვებას.