შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი აცხადებს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის ერთობლივი სამეცნიერო კვლევითი სტაჟირების საგრანტო კონკურსს.
კონკურსის მიზანია:
საუნივერსიტეტო და სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავება საქართველოსა და საფრანგეთს შორის;
სამეცნიერო კვლევითი სტაჟირების გავლის გზით საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მხარეთა ერთობლივი ჩართულობისა და საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებათა დოქტორანტების კარიერული განვითარების ხელშეწყობა.
საპროექტო განაცხადის ტიპი: ინდივიდუალური
რეგისტრაციის გრაფიკი:
ელექტრონული რეგისტრაცია – 2026 წლის 22 მაისის, 16:00 საათამდე გრანტების მართვის ერთიან სისტემაში: gmus.rustaveli.org.ge.
რეგისტრაცია ფონდის კანცელარიაში – 2026 წლის 2 ივნისის 17:00 საათამდე.
ონლაინ საინფორმაციო შეხვედრები (შეხვედრის ბმული განთავსდება მოგვიანებით):
კონკურსის პირობები და წარსადგენი დოკუმენტაცია, იხილეთ აქ. (https://tinyurl.com/4xubd72f)