საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის განცხადება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის დეკანის არჩევნების გამოცხადებისა და დანიშვნის შესახებ
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის საბჭოს 2026 წლის 29 აპრილის ოქმი N 11 გადაწყვეტილებით, ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის დეკანის უფლებამოსილების ვადის გასვლასთან დაკავშირებით, 2026 წლის 24 ივნისს დაინიშნა არჩევნები.
ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის დეკანობის კანდიდატებმა თსსუ-ის საარჩევნო კომისიაში უნდა წარმოადგინონ:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის მოწმობა ან პასპორტი;
გ) მედიცინის აკადემიური დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის (ჯანდაცვის მიმართულებით) ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
დ) ცნობა თსსუ-ის აკადემიური თანამდებობის შესახებ (პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი);
ე) რეზიუმე (CV);
ვ) კანდიდატის სამოქმედო გეგმა.
კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყება 2026 წლის 8 ივნისს და დასრულდება 2026 წლის 16 ივნისს.
რეგისტრაცია იწარმოებს ყოველდღე, 11 საათიდან 16 საათამდე, შაბათ-კვირის გარდა.
მის. ვაჟა-ფშაველას გამზ. № 33, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსი, მეორე სართული, ოთახი 210. ტელ.- (032)2 54 24 43