თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფარმაციის ფაკულტეტის VI სემესტრის სტუდენტთა საყურადღებოდ

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფარმაციის ფაკულტეტის VI სემესტრის ინგლისური ენის მცოდნე სტუდენტებისთვის ცხადდება კონკურსი Erasmus++ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში რომის ტორ ვერგატას უნივერსიტეტიში (იტალია).

მობილობის პერიოდი - 2026 წლის შემოდგომის სემესტრი.

მობილობასთან დაკავშირებული ხარჯები (მგზავრობა, სწავლა და ცხოვრება) ანაზღაურდება პროექტის ფარგლებში.

გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია ელექტრონული ჟურნალის პირად პორტალზე  (sms.tsmu.edu).

მობილობის მსურველმა პირმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

• ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (მინიმუმ B2 დონე).

• ცნობა  სტუდენტის აქტიური სტატუსის შესახებ; 

• ცნობა  აკადემიური  მოსწრების შესახებ  (GPA-ის მითითებით); 

• სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე);

გასაუბრება ჩატარდება თსსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში 2026 წლის 20 მაისს, 16 საათზე.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ თსსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს. 

ელ-ფოსტაზე: iad@tsmu.edu,   n.kandelaki@tsmu.edu

ტელ: (032) 254 24 50 

მისამართი: ვაჟა–ფშაველას გამზირი N.33, თსსუ–ის ადმინისტრაციული კორპუსი, IV სართული, ოთახი N 407