გაცნობითი ხასიათის შეხვედრა 1-ლი სემესტრის საერთაშორისო სტუდენტებისთვის

 
   

2017 წლის 17 ნოემბერს,  თბილისის  სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის 1-ლი სემესტრის საერთაშორისო სტუდენტებისთვის, უნივერსიტეტის სტუდენტურმა თვითმმართველობამ გაცნობითი ხასიათის შეხვედრას გაუწია ორგანიზება. შეხვედრის მიზანი თსსუ-ის სტუდენტური ცხოვრების გაცნობა და მასში აქტიურად ჩართვისკენ მოწოდება იყო.

შეხვედრაზე მოწვეული იყო უცხოელ სტუდენტთა განათლების დეპარტამენტისა და სტუდენტებთან და კურსდამთავრებულთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლები:
დავით თოფურია- უცხოელ სტუდენტთა განათლების დეპარტამენტის უფროსი;
ლევან ბენაშვილი - უცხოელ სტუდენტთა განათლების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;
გიგა სორდია - სტუდენტებთან და კურსდამთავრებულთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი; მათ სტუდენტებს წარმატებული სასწავლო წლები უსურვეს და აღნიშნეს, რომ ყოველი საჭიროების შემთხვევაში სამსახურები ღიაა სტუდენტებთან ურთიერთობისათვის.

სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტმა, გიორგი მიქაძემ, და თვითმმართველობის საერთაშორისო მიმართულების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა - თარაქა დუნუვილამ და საბარი შვარანმა სტუდენტებს დეტალურად გააცნეს უნივერსიტეტის თვითმმართველობის სტრუქტურა და შემადგენლობა, ასევე, მიმდინარე აქტივობები და სტუდენტურ ცხოვრებაში აქტიური ჩართვისკენ მოუწოდეს.

აუდიტორიამ დიდი ინტერესი გამოთქვა, განსაკუთრებით სპორტული ღონისძიებების მიმართ. სტუდენტური თვითმმართველობა საერთაშორისო სტუდენტების ახალი ნაკადისგან განსაკუთრებულ აქტივობას მოელის.