2026 წლის 28 მაისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაიმართება საჯარო ლექცია: ‘’ზედა ყბის წიაღის ფსკერის პლასტიკა და თანამედროვე აუგმენტაციის როლი კბილთა იმპლანტაციაში’’ (‘’Sinus Floor Plastic and Advanced Augmentation Procedures in Modern Dental Implantology’’), რომელსაც ქართულ და ინგლისურ ენებზე წაიკითხავს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი, ინსბრუკის (ავსტრია) სამედიცინო უნივერსიტეტის დოქტორი, მიუნჰენის (გერმანია) ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტის დოქტორი, სტომატოლოგიის აკადემიური დოქტორი, მიუნჰენის სტომატოლოგიური კლინიკის ZiP-Zahnarzt in Pasing-ის ხელმძღვანელი, ოთარ ვადაჭკორია.
საჯარო ლექცია განკუთვნილია უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, რეზიდენტებისთვის, ექიმებისა და აკადემიური პერსონალისთვის.
28 მაისი
• 13:00 – ''ზედა ყბის წიაღის ფსკერის პლასტიკა და თანამედროვე აუგმენტაციის როლი კბილთა იმპლანტაციაში'' – I ნაწილი (ქართულ ენაზე);
• 14:00 – ''ზედა ყბის წიაღის ფსკერის პლასტიკა და თანამედროვე აუგმენტაციის როლი კბილთა იმპლანტაციაში'' – II ნაწილი (ქართულ ენაზე)
• 15:00 – 15:45 - კითხვა-პასუხი
• 16:00 - ''Sinus Floor Plastic and Advanced Augmentation Procedures in Modern Dental Implantology'' I ნაწილი (ინგლისურ ენაზე)
• 17:00 - ''Sinus Floor Plastic and Advanced Augmentation Procedures in Modern Dental Implantology'' II ნაწილი (ინგლისურ ენაზე)
• 18:00 – 18:45 – კითხვა-პასუხი
მისამართი: თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი, ვაჟა-ფშაველას გამზირი 33, I სართული, საკონფერენციო დარბაზი №2