თსსუ-ის ადამიანის ნორმალური ანატომიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, პროფესორის, აკადემიკოს რამაზ ხეცურიანის საჯარო ლექცია

2026 წლის 29 მაისს, 16:00 სთ-ზე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში  ჩატარდება ადამიანის ნორმალური ანატომიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, პროფესორის, აკადემიკოს რამაზ ხეცურიანის ლექცია თემაზე - " სიბერე, ასაკობრივი მორფოლოგია ალცჰაიმერის დაავადების დროს".

ლექცია ჩატარდება თსსუ-ის ადმინისტრაციულ კორპუსში, მე-3 საკონფერენციო დარბაზში (მე-2 სართული).