საორიენტაციო შეხვედრა თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის კურსდამთავრებულებთან

2026 წლის 21 მაისს, 17:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში დაგეგმილია თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის კურსდამთავრებულებთან საორიენტაციო შეხვედრა.

 

შეხვედრის ფარგლებში, ამერიკული პროგრამის ის კურსდამთავრებულები, რომლებიც 2026 წელს წარმატებით მოხვდნენ ამერიკის შეერთებული შტატების რეზიდენტურის პროგრამებში, საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ პროგრამისა და თსსუ-ის სხვა დაინტერესებულ სტუდენტებს.

 

აღნიშნული შეხვედრა მიზნად ისახავს სტუდენტებისთვის ინფორმაციის მიწოდებას აშშ-ის რეზიდენტურაში მოხვედრის პროცესის, აკადემიური და პროფესიული გზის დაგეგმვის, საჭირო ეტაპების, გამოწვევებისა და წარმატების პრაქტიკული გამოცდილების შესახებ. ღონისძიება ასევე ხელს შეუწყობს სტუდენტების პროფესიულ ორიენტაციას, გამოცდილების გაზიარებასა და სამომავლო კარიერული განვითარების მხარდაჭერას.

 

შეხვედრის ჩატარება დაგეგმილია თსსუ-ის II სასწავლო კორპუსის III საკონფერენციო დარბაზში.