ECHO-Georgia-ს პირველი პროექტის დასკვნითი ღონისძიება თსსუ-ში

2026 წლის 29 მაისს, 17:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაიმართება ECHO-Georgia-ს პირველი პროექტის დასკვნითი ღონისძიება.

აღნიშნული ინიციატივა წარმოადგენს საქართველოში განხორციელებულ პირველ ECHO-პროექტს, რომელიც თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის ხელშეწყობითა და უშუალო მონაწილეობით განხორციელდა. პროექტი მიეძღვნა პედიატრიულ პრაქტიკაში შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1-ის მართვისას ნუტრიციოლოგიური საკითხების განხილვასა და თანამედროვე მიდგომების გაზიარებას.

პროექტში აქტიურად იყვნენ ჩართულნი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი, ბავშვთა ენდოკრინოლოგები თბილისიდან და საქართველოს რეგიონებიდან, ნუტრიციოლოგები, პედიატრები, ფსიქოლოგები, სტუდენტები, რეზიდენტები, პრაქტიკოსი ექიმები და პაციენტები. პროექტის განხორციელებაში, ასევე მონაწილეობდნენ ამერიკული ECHO-პროექტის კოორდინატორები.

დასკვნით ღონისძიებას დისტანციურად შეუერთდებიან საერთაშორისო პარტნიორები აშშ-დან და ინდოეთიდან.

2025 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი წარმოადგენს აშშ-ის ნიუ-მექსიკოს უნივერსიტეტის ECHO მოდელის პარტნიორ ორგანიზაციას. ECHO მოდელი არის ჯანდაცვის სფეროში ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების საერთაშორისო პლატფორმა, რომელიც ხელს უწყობს პრაქტიკოსი ექიმების, რეზიდენტების, აკადემიური პერსონალისა და სხვა დაინტერესებული მხარეების ჩართულობას ჯანდაცვის აქტუალური საკითხების განხილვასა და საუკეთესო პრაქტიკის გავრცელებაში.

მისამართი: თსსუ, ადმინისტრაციული კორპუსი, პირველი სართული, პირველი საკონფერენციო დარბაზი

დასწრება თავისუფალია.